ავტოპორტრეტი
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.
ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.
შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.
სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.
როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.
და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო
აქ ხარ
ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ ჩემთან,
მშვიდი ცურვა
"ორი რომანი ერთში"_ ასე ახასიათებს ავტორი თავის "ავტორომანს", რომელშიც, ერთი მხრივ წარმოადგენს საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ "მეფეს" და, მეორე მხრივ, მოგვითხრობს ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციასა და თანამოსახელის ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.
"მშვიდი ცურვა" არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, როლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა
საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ გაპარვას ნარკოტიკებს
მიტანებული ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი, რა კავშირშია
რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა "მეფე" და რატომ სურს მუსიკოსს და მომღერალს,
რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას გავდეს.
"მშვიდი ცურვა" არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, როლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა
საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ გაპარვას ნარკოტიკებს
მიტანებული ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი, რა კავშირშია
რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა "მეფე" და რატომ სურს მუსიკოსს და მომღერალს,
რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას გავდეს.


No comments:
Post a Comment