Wednesday, 26 November 2014

თემო არაბული

 
                                                        თუკი 

თუკი ტუჩებს შეეხება ტუჩები
თუკი ლექსით გეტყვი,მე შენ მიყვარხარ,
თუ საჩვენოდ განვალეგე ქუჩები
ეს ნიშნავს რომ ჩემი ხარ და მიმყავხარ.

მიმყავხარ და მიგაბარებ მწვერვალებს
თავზე ნისლებს წამოგიფენ ფარივით,
მე ხევსური?შენც ხევსური გახდები
ვერ იცხოვრებ ქალაქელი ქალივით.

მიმყავხარ და თუნდაც წუთით ლამაზო
არ იფიქრო ღალატი და რაიმე,
შენ მიყვარდე შენ გიწერო ლექსები
სხვა უკითხო?? მაშინ მოვკვდე ვაი მე....

მიმყავხარ და, დაივიწყე ქალაქი
ჩემში სახლობს ამ თბილისის ფობია,
მოდი გულზე მოგიხატო სტრიქონი
იცი ალბათ წერა ჩემი ჰობია....

მიმყავხარ და,კაბას სიგრძე უზარდე
ფრჩხილებს ლაქი მოაცილე ფაქიზად,
მე ჩემს წესებს,წამოგიშლი უმთავრესს
მე უწესო სიყვარული არ მინდა...

მიმყავხარ და შეგაყვარებ შენც ღამეს
ცაზე ვარსკვლავს გადმოვითვლით როდესაც,
ბედს მადლობა ჩვენ რომ ერთად შეგვყარეს
და ვნანობ რომ არ მიყვარდი ოდესღაც..

გპირდები რომ თანასწორნი ვიქნებით
ვერსად ნახავ ბატონობას კეისრულს,
გთხოვ უბრალოდ მთისკენ მართე ფიქრები
დაგავიწყებ ოდნოსა და ფეისბუქს..

მიმყავხარ და ერთად წავალთ მთებისკენ
ახლა მუცოს,შატილს,არხოტს მიბარდი,
შენი არ ვარ და მე მაინც გეტყვი რომ
მიმყავხარ და,მიყვარხარ და, მიყვარდი..

და ამ ლექსაც გადმოწერამ უმართლა
გამოვიდა ცოტა ალბათ მზეკრული,
შემარცხვინეთ თუკი მართლა ოდესღაც
სიყავრულის მონა გავხდე ხევსური..               


                                           ნატკენი და დაშაშრული 

            
ნატკენი და დაშაშრული ხელებით
ჩამოგიტან მე მთებიდან ყვავილებს,
მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით,
მე მიჯერე, არა მარტს და აპრილებს.
ამ გულიდან ჩაიწერე ფეთქვები,
ნახე ფურცლებს ლექსად როგორ დააჩნდეს,
იქნებ მიხვდე, ახლა რაღაც ვერ ხვდები,
რომ შენია ქვეყნად რაც კი გამაჩნდეს.

მე ჩემს მთებში, ჩემს კლდეებთან დავსახლდი,
ვერც იფიქრებ, აქ ისეთი რამეა,
სულყველაფერს ვიწერდი და ვქარგავდი
აქ დღეებიც მითმობენ და, ღამეა.
ყოველ დილით, ფარდის ნაცვლად ფანჯრებთან
ღრუბლებს ვწევ, რომ გავიხედო გარეთაც,
ჭიუხვები მიდგას ეზოს კარებთან,
აბა ერთი მოიხედე აქეთაც.
აქ ხანდახან, მე და მთვარე ვსხდებით და
ვლაპარაკობთ, მოზღვისფერო თვალებზე,
ჭაჭას დავლევთ, მერე ცოტა ვთვრებით და,
ოხ რამდენჯერ გვთენებია თავებზე.
აქ არაგვი, ბობოქრობს და ამაყობს,
კლდის ძირებსაც შეულეწა კედლები,
აქ სუფრაზე თეთრი ნისლი თამადობს
და თვითონ ვართ ვარსკვლავების მჭედელნი.
პაპათ ნახად, ჟიპიტაურს დალევთ და,
წელ ზამთრისთვის რ გამოლევს, ბევრია,
-პახმელია... აო ყროლად შათენდა
ჯიხვის ხინკალს. ქვაბში ყრიდა ბებია.
პირს მოვიბან, წვიმას მისხავს ღრუბელი,
ადე ძმაო თითო კიდე დავლიოთ!
არაყია ისევ ჩვენი მკურნელი,
დალალები ფიქრად არც კი გაივლო.
ანდაც წამო! დავაღონოთ თბილისი,
ღამე ქუჩებს შევაჩვიოთ, ღრიალი,
ჭორაობდნენ, მეორე დღეს ვინ იცის,
-რა გამოდგნენ, ოხ ეს ოხერ ტიალნი.
თუ იწვიმებს, მთიდან სივრცე დავბზარეთ
თუკი ელავს, მაღლა მთებში ძეობენ,
თუ ქალაქში ცა ჭექავს და ზანზარებს,
ესე იგი... ხევსურები ღრეობენ..      

        
                                                   *****************  
წარსული მაშინაც ბეჭებით მომქონდა,
როდესაც შეხვედრის დაგვიდგა მომენტი,
შენ, როგორც ზეციდან მოსული გოგონა
მე, როგორც უბრალო ცოტათი პოეტი,
იმ ღამეს დაჭრილი ამინდი ბორგავდა
ხეებზე შრიალით დახტოდნენ ქარები,
შენ შავი თვალების მფლობელი გოგონა
და მე კი მუდმივად დახრილი თვალები.
ძნელია, რომ სიტყვებს ჩაუდგე მეძებრად 
ძნელია მთვარესაც დაუჭრა ვენები
დრო მხოლოდ პოეტის საათზე ჩერდება
და მხოლოდ შეძლებენ პოეტის ხელები,
რომ გიგრძნონ...სამყარო სხვა ფერად განახონ,
რომ ლექსით გითხრან და ლექსებით იცნობდე, 
შეძლებენ, რომ ყველა სიზმარში გატარონ 
ნურვის ნუ ეტყვი, ეს შენთვის იცოდე,
და თუ კი შენამდე როგორღაც მოვედი 
ამ წარსუულს ვტოვებ და...
ეს ლექსი მომქონდა 
მე, როგორც უბრალო ცოტათი პოეტი
შენ, როგორც ღმერთების ნახატი გოგონა.

                                                             
                                                               მამაო 
დავდივარ სტატუსით ცოდვილის,
მეც უნდა ვნანობდე რაიმეს,
გული მაქვს მკვდარი და მოჭრილი,
სვავებმა კორტნეს და წაიღეს.
სულით და ხელებით,თვალებით,
ვამძიმებ ამ მიწას ტერფებით,
გამიღეთ სიწმინდის კარები
გუშინ და დღეიდან გნებდებით.
მამაო შემინდე- ცოდვები,
ვეღარ ვტევ და უკვე იბრძვიან,
სიმართლეს ნელ-ნელა ვშორდები
დღითი-დღე უფულოდ მყიდიან.
და ახლა აქა ვარ, მამაო
და ახლა ყველაფერს ვადნები,
ვაჭარი ფულს როცა კარგავდა,
შემინდე-ჩუმჩუმად ვართმევდი.
მამაო-მთელი დღე ვბილწობდი,
ვაგინე, ზოგს დედაც გამჩენი,
ცოდვას რომ ვშვრებოდი ვიცოდი
რომ ვყარე პურების ნარჩენი.
მამაო- ამის წინ ვტიროდი,
სხეული სულ როცა გაიყო,
შემინდე მამაო- ვყვიროდი,
-რომ ღმერთი აღარსად არ იყო.
მამაო შემინდე დავთვერი,
მეგონა,ზაფხულში მათოვდა,
დილაზე, ყავ-თვალებ გახელილს
წინა დღის აღარც რა მახსოვდა.
მამაო შემინდე- არ ძალმიძს,
სულყველა ვთვალო და აგიხსნა,
მამაო - ცოდვებით დანამძიმს,
შეგთხოვ რომ როგორმე დამიხსნა.

დღეიდან ცოდვები ვაკავო,
უნდა ვთქვა,სიწმინდე მათოვსო,
ღმერთს შენაც უთხარი მამაო,
-მიყვება ცოდვებს და ნანობსო.

             

No comments:

Post a Comment