Wednesday, 26 November 2014

თორნიკე ნაროზაული


                                             სულ რომ არაფერი…
სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!
…ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.
სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!
სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა – ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!
“სულ რომ არაფერი”, იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქ
ართველი!    
                                                            ქალო! 
რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?
კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაცვიშვილი!
რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.
რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.
რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმაზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს
.    

No comments:

Post a Comment